ერიკ ლივნის საჯარო ლექცია

17 აპრილი 2019

16 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერიკ ლივნის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემები იყო: „თანამედროვე საჯარო სკოლების ფუნქცია და სწავლების მეთოდები", „უმაღლესი განათლების სისტემა, ლექციების სტრუქტურა და ძირითადი აქცენტები".

 

ლექციაზე საუბარი იყო, თუ როგორი უნარ-ჩვევებია საჭირო 21-ე საუკუნეში და როგორ შეგვიძლია ჩვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

 

ერიკ ლივნი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეკონომიკურ კომისიას ხელმძღვანელობს და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და ფინეთის საერთაშორისო სკოლის პროექტში უფროსი მრჩეველია.