საჯარო ლექცია „ენა, კულტურა, დამწერლობა და საზოგადოება“

11 აპრილი 2024

10 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შედგა საჯარო ლექცია „ენა, კულტურა, დამწერლობა და საზოგადოება“. ლექცია ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგებოდა: პროფ. მარიამ მანჯგალაძემ ისაუბრა ენაზე, როგორც პიროვნების სოციალური და ეროვნული ვინაობის გამომხატველ ფენომენზე; ენაში განფენილ ერის ისტორიაზე; სიტყვით შეცნობილ სამყაროსა და ენისა და კულტურის ურთიერთმიმართებაზე. კალიგრაფმა დავით მაისურაძემ (საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია) ისაუბრა დამწერლობის ექსკლუზიურ როლზე საზოგადოების ფორმირებასა და მისი კულტურის განსაზღვრაში.

 

სამეტყველო ენის, სამწიგნობრო ენის, მათი ფორმალური გამოხატულებისა და კალიგრაფიის ურთიერთმიმართებაზე; განიხილია და აუდიტორიას გააცნო დამწერლობების შექმნასთან დაკავშირებული არაერთი მითი. საჯარო ლექცია გაგრძელდა საინტერესო  დისკუსიით, დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელსაც სპეციალისტებმა გასცეს პასუხები.

 

ღონისძიება პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ - ფარგლებში გაიმართა (ავტორი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე).