12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, გაიმართა ქართულ-ამერიკული ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ადვოკატის და მოსამართლის პერსპექტივიდან - ქართული და ამერიკული გამოცდილება“.
საჯარო ლექციაზე მომხსენებლებად წარსდგნენ:
- შერილ ბარნარდი, საზოგადოებრივი დამცველის მოადგილე, მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულთა ზედამხედველი ადვოკატი, მეექვსე სასამართლო ოლქის საზოგადოებრივი დამცველის ოფისი, არკანზასი, ამერიკის შეერთებული შტატები
- ლევან დარბაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) საბჭოს წევრი, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი
ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო დაკითხებზე და გაიზიარეს მოსამართლის და ადვოკატის გამოცდილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით.
