საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს სპეციალური ეკონომიკური ზონები: შესაძლებლობები და რეგიონული პერსპექტივები

21 ნოემბერი 2025

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა კიდევ ერთი საჯარო ლექცია თემაზე - “საქართველოს სპეციალური ეკონომიკური ზონები: შესაძლებლობები და რეგიონული პერსპექტივები”.

 

ღონისძიება კავკასიის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორის, თინათინ გიორგაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. 

 

შეხვედრის დასაწყისში აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ევა ბერტრანდმა. 

 

ლექციას წარუძღვა ეკონომისტი და იურისტი, ჰარვარდის იურიდიული სკოლისა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - პროფესორი კარიმ მეჯადი. საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილულ იქნა სპეციალური (თავისუფალი) ეკონომიკური ზონების მიზნები საქართველოში და განმარტებები, აღნიშნული ეკონომიკური ზონების პოტენციური შესაძლებლობები და მათი გამოყენებით ქვეყანაში ექსპორტის გაზრდის სტრატეგიები.

 

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ კვლავ იგეგმება საჯარო ლექციები, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას გაიზიარონ გამორჩეული სპეციალისტების გამოცდილება და მიიღონ რჩევები საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.