5 მარტს, კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე - „საგადასახადო აუდიტი პრაქტიკაში: კომპანიების რისკები და ხშირი ხარვეზები“.
ლექციას უძღვებოდა ლაშა კობერიძე - საგადასახადო ექსპერტი და კომპანია APTOS-ის ფინანსური მენეჯერი.
შეხვედრის ფარგლებში, მან სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
- საგადასახადო აუდიტის პროცესში ყველაზე ხშირად გამოვლენილი ხარვეზები;
- კომპანიების მიერ დაშვებული ტიპური შეცდომები;
- პრაქტიკული ქეისების განხილვა და რეალური მაგალითები.
შეხვედრამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პასუხები სპიკერისგან.
