27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა კავკასიის ტურიზმის სკოლის (CTS) კურსდამთავრებულის, ქეთევან გაგოშიძის საჯარო ლექცია.
ლექციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: მოდის ინდუსტრიის მნიშვნელობა; მოდის ინდუსტრიის კონცეფცია და მისი ზეგავლენა ტურიზმზე; მოდის კვირეული და მოდის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.
ქეთი გაგოშიძე მოდის პიარისა და კომუნიკაციები სპეციალისტია. იგი ონლაინ მედია-პლატფორმა “STYLE NOT COM”-ის კონტენტ მენეჯერია. აქვს ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბრენდებთან. ქეთიმ, ჯერ კიდევ კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის წლებში გადაწყვიტა, რომ შეექმნა მოდის ბლოგი, „Date with Versace“, რომლის მეშვეობითაც მან შეძლო მილანის მოდის კვირეულზე მოხვედრა და გლობალური მოდის ბრენდების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. მისი პროფესიული საქმიანობა დაიწყო ქართულ მოდის ერთ-ერთ წამყვან ბრენდში, სადაც ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მიმართულებას.
ლექციას ესწრებოდნენ ტურიზმის სკოლის სტუდენტები, ადმინისტრაცია, პროფესორები და ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.
კავკასიის ტურიზმის სკოლა უკვე მრავალი წელია სთავაზობს სტუდენტებს და ლექტორებს ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის საჯარო ლექციების ციკლს.