კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება

7 აპრილი 2021
ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება.
 
ამჯერად, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, სტუდენტთა დისკუსია თემაზე: „ენის მეტამორფოზა“ გაიმართა.
 
დისკუსიის მოდერატორი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან კაკლიანი იყო.