PwC Georgia-ს ღია კარის დღე კავკასიის უნივერსიტეტში

5 მარტი 2019

5 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული აუდიტორული კომპანიის, PwC Georgia-ს ღია კარის დღე გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ, კომპანიის პარტნიორი, ლაშა ჯანელიძე და ადამიანური რესურსების მენეჯერი - რუსა კვეზერელი-კოპაძე. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ კომპანიაში სტაჟირების გასავლელად და შემდგომში დასასაქმებლად საჭირო ინფორმაცია.

 

PwC Georgia-მ ასეთი ტიპის შეხვედრა პირველად ჩაატარა, სტუდენტებს საშუალება მიეცათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, რაც კომპანიაში დასაქმების საწინდარია.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს, კომპანიის, არსებული ვაკანსიების, პოზიციისთვის საჭირო პირობებისა და მოთხოვნების შესახებ. ღია კარის დღეზე შესაძლებელი იყო PwC Georgia-სთან დაკავშირებული სხვა ნებისბმიერი საკითხის შესახებ ინფორმაციის მიღებაც.