შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება

5 მარტი 2024

4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ასოციაცია ,,ანიკა''-ს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ორგანიზაციის მისიაა, შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. ამისთვის  შშმ პირებსა და მათ ოჯახებს აწვდიან ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, შრომის ბაზრისთვის მომზადებასა და დასაქმებას.

 

შეხვედრას ორგანიზება გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურმა.