საჯარო ლექცია - მეცნიერულად დადასტურებული და დაუდასტურებელი ტექსტების ურთიერთმიმართება გიდის ტექსტში - სოლოლაკის ტურის მაგალითზე

12 ივნისი 2025

11 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის პროფესორის, თემურ ხუციშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა. ლექციის თემა იყო: "მეცნიერულად დადასტურებული და დაუდასტურებელი ტექსტების ურთიერთმიმართება გიდის ტექსტში - სოლოლაკის ტურის მაგალითზე".

 

ტურიზმის სფეროში მუდამ აქტუალური იყო თემა: რამდენად დოკუმენტურად და სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი უნდა ყოფილიყო ექსკურსიის ჩატარებისას გიდის ნარატიული ტექსტი; როგორი უნდა ყოფილიყო ლიტერატურული თუ „მოარული“ ტექსტების წილი ტურის წაყვანისას. როგორ უნდა იყოს მიწოდებული პოლიტიკურად ან კონცეპტუალურად ამბივალენტური თემები.

 

ეს საკითხი განსაკუთრებულად საინტერესოდ წარმოჩინდება სოლოლაკის ტურის ჩატარებისას. თემურ ხუციშვილი გაუძღვა სოლოლაკის ვირტუალურ ტურს დასმული პრობლემების კონტექსტის გათვალისწინებით.

 

ლექციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, ტურიზმის სკოლის ადმინისტრაცია და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია.