26 მარტს, ხარისხის მაძიებელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის გაიმართა დისტანციური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე, აგრეთვე რეგულაციებისა და შიდა განაწესის შესახებ.
შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტისა და სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.