5 აპრილს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ოლივერ კოჩანს, საერთაშორისო მენეჯმენტის ინსტიტუტის, შვეიცარია, რეგიონალურ მენეჯერს უმასპინძლა.
კავკასიის უნივერსიტეტის მხირდან, შეხვედრას უმასპინძლეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კარბაიამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ანი თავართქილაძემ.
ვიზიტი გაცნობითი სახის იყო, რომლის ფარგლებშიც მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ, რაც სამომავლოდ CU-ის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სხვადასხვა მოკლევადიანი და საზაფხულო სკოლის პროგრამებით შვეიცარიაში. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ IMI წამყვანი ინსტიტუტია მასპინძლობის მიმართულებით შვეიცარიაში, რომელიც 20 წელზე მეტია მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში გასცემს ბრიტანეთში აღიარებულ საგანმანათლებლო ხარისხს. IMI სტუდენტებს აგრეთვე სთავაზობს პროგრამებს მენეჯმენტის, კულინარიის და სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით, რომლებიც დაფუძნებულია პრაქტიკული ტრენინგისა და სწავლების კომბინაციაზე.