23 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, სესილი მარინს, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, Sciences Po, საფრანგეთი, ევროპის საერთაშორისო საქმეთა განყოფილების ცენტრიდან უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან ანი თავართქილაძესთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ თანაშმრომლობის ხელშეკრულების დეტალებზე, შეიმუშავეს სტრატეგიული გეგმა სტუდენტების მობილობების განსახორციელებლად შემდგომი აკადემიური წლიდან. ასევე, პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო პროგრამების, პროექტებისა და მიღწევების შესახებ.
აღსანიშნავია Sciences Po-ს პოზიციონირება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის. QS Ranking-ის 2023 წლის მონაცემებით, “Politics” კატეგორიაში, Sciences Po პირველ ადგილს იკავებს ევროპის მასშტაბით, ხოლო მე-3 ადგილს მსოფლიოს მასშტაბით. კვლევის მიმართულებით კი უნივერსიტეტი მესამე ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და სტენდფორდის უნივერსიტეტს.
Sciences Po- სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მიმდინარე თვეში მოეწერა ხელი. პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს ეს იყო პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი საქართველოში.