აკონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

1 ივლისი 2024

28 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს აკონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, გერმანია, წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ანი თავართქილაძესთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ  ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე სტუმრები გაეცნენ  ინფორმაციას უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო აკრედიტაციებისა  და მიღწევების შესახებ.

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ Erasmus+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის 2025 წლის პროექტის ფარგლებში, აპლიკაციის მომზადებაზე დაფინანსების მოსაპოვებლად. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, კავკასიის უნივერსიტეტი მობილობებს განახორციელებს აკონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან.