გენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 აპრილი 2024

18 აპრილს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ანნა საშჩენკოს, გენტის უნივერსიტეტის, ბელგია, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს, კავკასიის უნივერსიტეტში უმასპინძლა.

 

ვიზიტი გაცნობითი სახის იყო, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. აგრეთვე, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზეც შეთანხმდნენ, რაც სამომავლოდ CU-ის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით სხვადასხვა მიმართულებებზე. აგრეთვე დაიგეგმა გენტის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი პროფესორების ჩართულობით მომდევნო აკადემიური წლისთვის.

 

გენტის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტჟული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტია ბელგიაში.