15 აპრილს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, პატრიკ ფოლტინს, ტომას ბატას უნივერსიტეტი ზლინში, ჩეხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისიდან, უმასპინძლა.
კავკასიის უნივერსიტეტის მხირდან, შეხვედრას უმასპინძლეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კარბაიამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ანი თავართქილაძემ.
ვიზიტი გაცნობითი სახის იყო, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. აგრეთვე, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზეც შეთანხმდნენ, რაც სამომავლოდ CU-ის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით სხვადასხვა მიმართულებებზე. უნივერსიტეტებს შორის ასევე შედგა შეთანხმება თანამშრომლობაზე მომავალი წლის Erasmus+ ის კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში.