მალმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 მაისი 2026

13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მალმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს მალმოს უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ხელმძღვანელობნენ სწავლა/სწავლების ცენტრის დირექტორი პატრისია სტააფი (Patricia Staaf ) და შვედური ენის, როგორც უცხო ენის ლექტორი ტერეზა ტომაშევიჩი (Teresa Tomašević).

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანი თავართქილაძე და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სრული პროფესორი, მარიამ მანჯგალაძე.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უცხო ენების სწავლების, სტუდენტებისა და აკადემიური გაცვლის, აგრეთვე ინსტიტუციური განვითარების პროექტების ინიცირების თვალსაზრისით. 

 

მალმოს უნივერსიტეტი  ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა შვედეთში, რომელიც აერთიანებს 24 000 ზე მეტ სტუდენტსა და 1600 ლექტორს, უნივერსიტეტი გამოირჩევა პროგრამების მრავალფეროვანებითა და საერთაშორისო სტუდენტების სიმრავლით.