მენდელის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

25 ივნისი 2024

24 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს მენდელის უნივერსიტეტის, ჩეხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ანი თავართქილაძესთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე სტუმრები გაეცნენ  ინფორმაციას უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო აკრედიტაციებისა  და მიღწევების შესახებ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, მენდელის უნივერსიტეტთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც კავკასიის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის,  2024 წლის პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტსა და მენდელის უნივერსიტეტს შორის კიდევ ერთი ახალი თანამშრომლობა გაფორმდა.

 

მომავალი წლიდან, კავკასიის ბიზნესის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საფეხურის პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერაზმუსის დაფინანსება მოიპოვონ და ერთი სემესტრით გაემგზავრონ სასწავლებლად ქალაქ ბრნოში. ერაზმუს+ ის პარტნიორობა ასევე მოიცავს მობილობებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.