ესპანეთის საელჩოსა და სერვანტესის ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

21 მაისი 2024

20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს ესპანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარკოს გრანადოს გომესი და სერვანტესის ინსტიტუტის სასწავლო დარგის ხელმძღვანელი, ლუის როხერ როდრიგეზ პანიაგუა ესტუმრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანა თავართქილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხათუნა ბასილაშვილი, უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი და ამალია მხითარიანი, ესპანური ენის კათედრის ხელმძღვანელი.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები დეტალურად გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, არსებულ თანამშრომლობას ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და დაგეგმილ სამომავლო პროექტებს.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და სერვანტესის ინსტიტუტს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა, რაც ცენტრისა და ენის შესწავლის პოპულარიზაციის შესაძლებლობას შექმნის სტუდენტებისათვის.