საერთაშორისო სიმპოზიუმი "Neurocomputing Advances in Brain Research"

24 ივლისი 2019

15-16 ივლისს, შვედეთის კვლევების საბჭოს დაფინანსებით, კავკასიის  უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი "Neurocomputing Advances in Brain Research". სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფსიქო-ფიზიოლოგთა კვლევების საზოგადოება და კავკასიის უნივერსიტეტი.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შვედეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ლესია უკრაინკას აღმოსავლეთ ევროპის ეროვნული უნივერსიტეტის, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა და სტუდენტებმა.