საჯარო ლექცია - „ქართული ენა და კულტურა“

6 აპრილი 2022

 

5 აპრილს, ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ რიგით მეორე საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - „ქართული ენა და კულტურა“. 

 

ლექცია წაიკითხა: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ

 

ლექცია წარიმართა ინგლისურ ენაზე. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 4 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, ტარდება სხვადასხვა ღონისძიება: საჯარო ლექციები, კონკურსები აბიტურიენტებისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. დასკვნითი ღონისძიება ქართული ენის დღეს, 14 აპრილს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

აღნიშნული ღონისძიება არის გაგრძელება პროექტისა „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“, რომელიც პირველად, 2016 წლის 14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის - მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით, წარმატებით შედგა ვილნიუსის უნივერსიტეტში და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.