18 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: "ქსელთა თეორია: ცოცხალი ორგანიზმი, სოციალური ორგანიზმი".
საჯარო ლექციას გაუძღვა ალექსის პუინდრონი, დოქტორი, პარიზის უნივერსიტეტი 1 პანთეონ-სორბონადან, ქსელთა თეორიის სპეციალისტი.
შეხვედრაზე განხილული იყო თანმიმდევრული ორგანიზმების, როგორიცაა ცოცხალი არსებები ან საზოგადოებები, სისტემური მიდგომა ქსელური პერსპექტივიდან ურთიერთობებისა და ურთიერთქმედებების ანალიზის გზით.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ კვლავ იგეგმება საჯარო ლექციები ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას გაიზიარონ გამორჩეული სპეციალისტების გამოცდილება და მიიღონ რჩევები საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.
