სამართლის სკოლის სტუდენტების შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან

30 ნოემბერი 2019

29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სამართლის სკოლის სტუდენტებთან ჩატარდა შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში.

 

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა სლოგანით: სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და ისჯება კანონით.

 

კამპანიის მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება სექსუალური შევიწროების შესახებ და მისი პრევენცია.

 

შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!