სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“

27 დეკემბერი 2019

25 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“.  კონფერენციაზე კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს უნივერსიტეტის კურსის „ჯანდაცვის ეკონომიკა“ სტუდენტებმა (კურსის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა).

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი აბსტრაქტები გამოქვეყნდა კონფერენციის აბსტრაქტების კრებულში, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“.

 

კონფერენციის მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევების დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია, სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ნაშრომები:

 

როზა დევნოზაშვილი - მოსწავლეთა კვების გავლენის შესწავლა აკადემიური მოსწრებაზე

გიორგი ჩხაიძე - უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები

გიორგი მიქიაშვილი - სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის თანასწორობა თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში

ბაჩანა კუთხაშვილი, სანდრო კუთხაშვილი - სომხეთის ჯანდაცვის სისტემის რეფორმები და გამოწვევები

თამარ ფირცხალაიშვილი - ოჯახის ექიმების ცოდნა ძუძუთი კვების პრაკტიკის შესახებ

მარი ახვლედიანი - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები და გამოწვევები

ნინო გვრიტიშვილი - კლინიკური კვლევა საქართველოში

თეონა დარჩია - რეაბილიტაციის სერვისების მნიშვნელობა და ხელმისაწვდომობა 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში

ირაკლი გენძეხაძე, ნიკა ნაროზაშვილი - ტუბერკულოზის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში

ანა ყაბანაშვილი და ანი მუსელიანი - ადამიანის პაპილომა ვირუსისა და  ვაქცინაციისადმი სტუდენტების ცოდნა და დამოკიდებულება

მონიკა აბულაძე - უკრაინის  ჯანდაცვის  სისტემის  რეფორმები

ანა ბიბილაშვილი, სოფო ილიაშვილი - პაციენტის კმაყოფილების შეფასება სამედიცინო ორგანიზაციებში