28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა Winnet Sverige-ის წარმომადგენლებთან. ქართველ კოლეგებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ Winnet შვედეთის პრეზიდენტი - ბრიტ-მერი ტორსტენსტონი და Winnet სომხეთის პრეზიდენტი - რუზანა ტოროზიანი. მოგახსენებთ, რომ Winnet Sverige გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: გენდერული თანასწორობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა.