4 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში პირველკურსელებთან საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სტუდენტები გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ განაწესს და სწავლის პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.
საორიენტაციო შეხვედრებზე პირველკურსელებს სკოლის დეკანები და პროგრამის დირექტორები გაესაუბრნენ, რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრებზე, ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის და ეკონომიკის სკოლის დეკანებმა პირველკურსელებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.
წელს პირველად კავკასიის უნივერსიტეტმა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი, 1208 სტუდენტი მიიღო.