სასემინარო ნაშრომის დაცვა

14 იანვარი 2013

12 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის სათათბირო ოთახში, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის ეკა ბესელიას რიგით მეორე სასემინარო ნაშრომის: "უკანონო მიგრაციის კრიმინოლოგიური და სისხლისსამართლებრივი ანალიზი საქართველოში" დაცვა გაიმართა.

 

ავტორმა განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არალეგალური მიგრაციის სამართლებრივი ცნება, სტრუქტურა, დინამიკა და ძირითადი გამოწვევები. იგი ასევე შეეხო შრომითი მიგრაციის პრობლემებსა და მათ გამომწვევ ძირითად ფაქტორებს. დასკვნის სახით ავტორმა შემოგვთავაზა ზოგადი რეკომენდაციები არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და შემცირების მიზნით.