თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

16 დეკემბერი 2022

16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ 10-12 კლასის მოსწავლეები და ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ირინკა სოლტიში - ესტუმრნენ.

 

მოსწავლეებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოსწავლეები სკოლების დეკანებს შეხვდნენ და იმ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რომლებზეც გეგმავენ ჩაბარებას.

 

შეხვედრა ტრადიციულად კამპუსი ტურით დამთავრდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, რომ გასცნობოდნენ CU-ის გარემოსა და ინფრასტრუქტურას.