20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამართეს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “საპარლამენტო კონტროლი და ხელისუფლების დანაწილება”.
კონფერენციაზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, მოხსენებები 7 უნივერსიტეტის პროფესორებმა გააკეთეს საპარლამენტო კონტროლისა და ხელისუფლების დანაწილების გამოწვევებსა და გაძლიერების მექანიზმებზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ქართულ პერსპექტივაზე.