ლექცია სოციოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვს - "თანამედროვე ტენდენციები განათლების განვითარებაში"

28 ნოემბერი 2023

27 ნოემბერს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის  მოწვეული ლექტორის მარიამ ჯინჭველეიშვილის ინიციატივით, სალექციო კურსის „განათლების სოციოლოგიის" ფარგლებში, სტუმრის საათის სტატუსით,  სოციოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს ეწვია ფილოლოგიის დოქტორი ირმა გრძელიძე.

 

ამჟამად ქალბატონი ირმა გრძელიძე იკავებს საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას კავკასიის უნივერსიტეტში. ის არის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი HERE, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების კომიტეტის წევრი (EUA-CDE SC member). ქალბატონი ირმა ასევე არის ბოლონიის ექსპერტი - DAAD Bologna Peer Hub Support Expert, თსუ- ასოცირებული პროფესორი და ფულბრაიტის მკვლევარი 2021. 

 

სალექციო თემა იყო:  "თანამედროვე ტენდენციები განათლების განვითარებაში".

 

ქალბატონმა ირმამ ისაუბრა თანამედროვე განათლების ისტორიის,  უმაღლესი განათლების და ინსტიტუციების გამოწვევების,  რეკომენდაციებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

 

 ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.