ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია

22 დეკემბერი 2023

21 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე დამსტრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვა საპატიო სტუმრებიც.

 

საშობაო საგალობლების სასწავლო კრებულში აუდიო ნიმუშები წარმოდგენილია ერთიან და დაშლილ ხმებად, რომელსაც თან ერთვის ქართულ საეკლესიო გალობის კრებულსა და ქართული გალობის ანთოლოგიაში შესული საგალობელთა სანოტო ვერსიები.

 

კრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის, თბილისის საკრებულოსა და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მეუფე სვიმეონის მხარდაჭერით გამოიცა.