შჩეჩინის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 მარტი 2022

28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, შჩეჩინის უნივერსიტეტის (University of Szczecin, Poland) პროფესორს, კშიშტოფ ვესელოვსკის უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფო შენგელიასთან. მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობა, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო პროექტები და კონფერენციებში ლექტორების ჩართულობა კვლევის მიმართულებით. ასევე, მობილობის ფარგლებში, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჯარო ლექციას თემაზე - „საერთაშორისო  კონვენციები, როგორც სატრანსპორტო სამართლის წყარო“.

 

შჩეჩინის უნივერსიტეტი, Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility- ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.