13 ნოემბერს, სტარტაპ აქსელერატორ C10-ში ჩატარდა ღონისძიება, "შეხვედრა სტარტაპერთან". სტუდენტებს საკუთარი სტარტაპ გამოცდილება გაუზიარა Bubbler-ის დამფუძნებელმა, ლუკა ხათრიძემ. ბაბლერი ლოკაციაზე დაფუძნებული სოციალური ქსელია, რომელიც ინტერესებისა და აქტივობების გარშემო აერთიანებს ადამიანებს. პროდუქტის პირველი ვერსია უკვე იტესტება არიზონას უნივერსიტეტში, სადაც 50 000მდე სტუდენტი სწავლობს.
"შეხვედრა სტარტაპერთან" ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება საინტერესო სპიკერებთან შეხვედრა.