1-2 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა Solana-ს ჰაკათონი - ორდღიანი ინტენსიური Web3 ღონისძიება, რომელიც ჩატარდა Superteam Georgia-სთან თანამშრომლობით (Solana-ს ოფიციალური წარმომადგენლობით საქართველოში).
ჰაკათონში მონაწილეობდა 11 გუნდი, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს იდეების განვითარებაზე - პრობლემის იდენტიფიცირებიდან დაწყებული, გადაწყვეტის ფორმირებითა და ბიზნეს კონცეფციის ჩამოყალიბებით დასრულებული. პროცესის ბოლოს გუნდებმა ჟიურის წინაშე საკუთარი სტარტაპ იდეები წარადგინეს.
ჟიურის წევრები:
- ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
- მარიამ გოიშვილი - Superteam Georgia - ს CEO
- ბექა აბულაძე - Superteam Georgia- ს დეველოპერებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა:
- მიიღეს ცოდნა Solana-ს ეკოსისტემისა და მისი შესაძლებლობების შესახებ
- გაეცნენ საგრანტო და დასაქმების შესაძლებლობებს
- მიიღეს მენტორინგი და უკუკავშირი
ჰაკათონის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი/სტარტაპი:
I ადგილი - ProofWork | 750 USDC
II ადგილი - Novarite | 450 USDC
III ადგილი - Flashpool | 300 USDC
გამარჯვებული გუნდები დაკომპლექტებულნი იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებით.
გამარჯვებულ გუნდებს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი მისცემს ბენეფიციარის სტატუსს, რომელიც გულისხმობს 6 თვიანი სტარტაპ ინკუბაციის პროცესს, სტარტაპების მხარდაჭერას იდეების განითარების, საგრანტო განაცხადების მომზადების, ეკოსისტემის წევრებთან დაკავშირების მიმართულებით.
