9 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“-ს დამფუძნებელმა სოსო გალუმაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
გამომცემლობა „პალიტრა L” პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში გამოსცემს წიგნს - Business Model Generation. წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა ბიზნეს მოდელებზე, კონკრეტულად კი, ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს მიერ შექმნილ ბიზნესმოდელის ტილოზე: რატომ უნდა შევქმნათ ბიზნესმოდელი.
თემა საინტერესო იყო იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი სტარტაპ იდეების განვითარებით, სტრატეგიით და სხვა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა გათამაშება, სადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებსაც „ლურჯი ოკეანის" გამოცემული წიგნი გადაეცათ.