სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn

12 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა – CUnicorn-ის მეხუთე ნაკადის აქტივობები მიმდინარეობს! 

 

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების ანტრეპრენერული უნარებისა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას, სტარტაპ იდეების განვითარებას და მათ რეალურ ბიზნესებად გარდაქმნას. მონაწილეები ეტაპობრივად ეცნობიან სტარტაპის განვითარების ძირეულ კომპონენტებს და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ივითარებენ შესაბამის კომპეტენციებს.

 

პირველი და მეორე კვირა   


პროგრამის საწყის ეტაპზე ყურადღება გამახვილდა პრობლემის იდენტიფიცირებასა და იდეის გენერაციაზე, კრეატიული აზროვნების განვითარებაზე, ასევე პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირებისა და მომხმარებლის პერსონის (Customer Persona) განსაზღვრის მეთოდებზე.

 

სესიებს უძღვებოდა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პროგრამის მენტორი ირაკლი სვანიძე. 

 

მეორე კვირის აქტივობების ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სპიკერმა, Google - ის სტარტაპ აქსელერატორის მენტორმა,  Biliki App - ისა და Biliki AI - ის თანადამფუძნებელმა და CEO -მ, თორნიკე ცირამუამ. 

 

მესამე კვირა

 

მონაწილეებმა შეისწავლეს მომხმარებლის აღმოჩენისა და ვალიდაციის (Customer Discovery & Validation) სტრატეგიები, პრობლემის ვალიდაციის ინტერვიუს განხორციელების პრინციპები და იდეისა და პრობლემის თავსებადობის Problem-Solution Fit) ანალიზის ტექნიკები.


აღნიშნულ სესიას უძღვებოდა Phubber App - ის  და Amadeo - ს თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი. 

 

მესამე სესიის აქტივობების ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ TelAgri - ის თანადამფუძნებელს, ირაკლი ჩიქავას, რომელმაც ისაუბრა აგროტექნოლოგიურ სფეროში ინოვაციური გადაწყვეტების მნიშვნელობაზე, ასევე საკუთარ ანტრეპრენერულ გამოცდილებასა და სტარტაპის შექმნასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. 

 

მეოთხე კვირა


სესია დაეთმო ბაზრის კვლევის საფუძვლებსა და ბრენდინგის ძირითადი პრინციპების გაცნობას.

 

შეხვედრას უძღვებოდა “Mygallery”-ის დამფუძნებელი, კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ლექტორი და პროგრამის მენტორი, მარი დათიშვილი.

 

მეხუთე კვირა


მონაწილეებმა იმუშავეს ღირებულების შეთავაზებისა და პროტოტიპირების მთავარ ტექნიკებზე. 

 

სესიას უძღვებოდა Helio AI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იაკო ჯიქია.  

 

CUnicorn არის 10 კვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც აერთიანებს თემატურ შეხვედრებს, პრაქტიკულ სესიებს და ინდივიდუალურ მენტორინგს. პროგრამის დასრულების შემდგომ კი, მონაწილეები საკუთარ სტარტაპ იდეებს დემო დღეზე წარადგენენ. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის  ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის სპონსორია ბაუმერი.