გაიცანით ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ის მონაწილე სტარტაპი SAIT - უნივერსალური პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელია ყველა ტიპის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ბილეთის მოძიება, შედარება და ყიდვა.
გუნდის წევრები: ირაკლი ყაველაშვილი, ლევან მერებაშვილი, არჩილ ცენტერაძე, ილია აფციაური.
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში CUnicorn-ში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან,კურსდამთავრებულებისგან,ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი) ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.