CSH-ის სტუდენტები „Step Forward“-ის ტრენინგზე

14 მარტი 2019

10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობისა და ისტორიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა კომპანიის „Step Forward“ დახმარებით, გაიარეს ტრენინგი დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით.

 

სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გადაედგათ მიზნისკენ მიმავალი 7 ნაბიჯი: ვინ ვართ და რა შეგვიძლია, როგორ მოვიძიოთ ვაკანსიები, პოტენციური დამსაქმებელი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, სწორად შედგენილი CV, გასაუბრების ტექნოლოგიები, ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, როგორ გავხდეთ წარმატებული გუნდის წევრი.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ თიბისი ბანკის უფროსი ტრენერი, ხათუნა სანიკიძე და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი, რუსუდან ჭანუყვაძე. სტუდენტებმა გამოჩინეს თავი აქტიურობით, კრეატიულობით, პუნქტუალობით, ყველა იმ თვისებით, რომელიც დღეს დამსაქმებლის მხრიდან მოეთხოვება სამუშაოს მაძიებელს.