სტუდენტური კონფერენცია - „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“

24 მაისი 2023

21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“.  აღნიშნული კონფერენცია პირველად წელს ჩატარდა და შემდეგში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ცხრა უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა.

 

 გამოვლინდა პირველი, მეორე და ორი მესამე ადგილი:

 

  • I ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი “CTS”- თემა ,,ხორბლის გზა’’ საქართველოში;
  • II ადგილი - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი-გუნდი „SANGU“-თემა „ინვესტირება ხალხში, პლანეტაში, ეკონომიკურ კეთილდღეობაში“;
  • III ადგილი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „Evergreen-მარადმწვანე “-თემა „საქართველოში ახალი ტრენდული ტურისტული ობიექტების გარდასახვის შესაძლებლობა წრიული ეკონომიკის გამოყენების შემთხვევაში“;
  • III ადგილი- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „CIU Green Tourism “-თემა „ეთნოგრაფიული ეკო-სოფელი შოვი“.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები, სტუდენტები და ღონისძიების სპონსორები.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კურორტების განვითარების სააგენტო.