კონკურსი „ჩემი ბორჯომი" გაიმართა. კონკურსში თბილისის ათი უნივერსიტეტის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
მონაწილეებმა "IDS ბორჯომისთვის" სარეკლამო კამპანიები დაგეგმეს და ჟიურის წინაშე სხვადასხვა პრეზენტაციით წარსდგნენ. ჟიური კომპანიის მენეჯმენტისა და დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან იყო დაკომპლექტებული.
კავკასიის უნივერსიტეტიდან კონკურსში მონაწილეობდა კავკასიის ბიზნესის სკოლის 5 სტუდენტი – ელენე კოხრეიძე, ნათია ჭანტურია, მარიამ მიქელაშვილი, ცოტნე ეზუგბაია და ანრი კილაძე. მათ "IDS ბორჯომისთვის" განახორციელეს 2013 წლის სარეკლამო კამპანია: სარეკლამო რგოლი, გარე რეკლამა, შეტყობინება და კამპანიის სოციალურ ქსელში ინტეგრირების გეგმა.
კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
პროექტი "ჩემი ბორჯომი" უკვე მეორე წელია ტარდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებში თეორიული ცოდნის გამყარება და პრაქტიკული უნარ - ჩვევების გამომუშავება.
სტუდენტური კონკურსი „ჩემი ბორჯომი“
11 იანვარი