სტუდენტური წვეულება კავკასიის უნივერსიტეტში

26 დეკემბერი 2018

25 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტების საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

 

საახალწლოდ მორთულ კამპუსში მათთვის სხვადასხვა აქტივობა იყო დაგეგმილი. სტუდენტებს, რომლებიც თამაშში CU Secret Santa 2019 მონაწილეობდნენ, საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთი ტატიშვილი. CU Student Pre New Year Party გრანდიოზული ფეიერვერკით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.