სტუდენტური ჩემპიონატი ფრენბურთში

5 ივნისი 2021

 

4 ივნისს, კავკკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ფრენბურთში, სტუდენტების ჩემპიონატი გაიმართა.

 

ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი იღებდა.

 

საპრიზო ადგილები შემდეგმა გუნდებმა გადაინაწილეს :

 

პირველი ადგილი -  ტიტანები  

მეორე ადგილი - ფეოლა  

მესამე ადგილი - Friends

 

გამარჯვებულ გუნდს CU პრეზიდენტის გარდამავალი თასი "CUP 2021" გადაეცა.

 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიის - "ლიბრარეა" 200, 150 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

 

ჩემპიონატი სტუდენტური ღონისძიებების სამსახურისა და ფრენბურთის ფედერაციის ჩართულობით ჩატარდა.