სტუდენტების შეხვედრა კომპანია ,,Deloitte''- ის წარმომადგენლებთან

7 აპრილი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,დიდი ოთხეულის თვის'' ფარგლებში, 6 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ  საერთაშორისო კომპანია ,,Deloitte''-ის წარმომადგენლებს: ტალანტ ბიზნეს პარტნიორ - ინგა რეხვიაშვილს და უფროს აუდიტორს გიგა კუთხაშვილს.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომპანიის წარმომადგენლებისთვის დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

 

კომპანიამ თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ინოვაციური პროგრამების განხორციელებით ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლის რეპუტაცია მოიპოვა. კომპანია მისი შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს მისი კლიენტებისა და თანამშრომლების წარმატებას.