კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, 16 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში, მმართველობითმა საკონსულტაციო კომპანიამ "სინერჯი ჯგუფმა" სტუდენტებისთვის ჩაატარა პრაქტიკული სემინარი (Work shop) თემაზე - ,,რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომები'' (Problem-Solving);
შეხვედრა შედგებოდა 3 ეტაპისგან (სემინარი და პრაქტიკული მაგალითები, ჯგუფური დავალებები, პრეზენტაცია და განხილვა) და ითვალისწინებდა გამორჩეული კანდიდატებისთვის შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას და სამუშაო შეთავაზების გაკეთებას.
სემინარს გაუძღვა: პაპუნა ტოლიაშვილი "სინერჯი ჯგუფის" მმართველი პარტნიორი.