24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის შემაჯამებელ შეხვედრას, რომელიც ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებითა და NATO-ის სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით,ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის, “წინა ხაზზე - დავამარცხოთ დეზინფორმაცია საქართველოში” ფარგლებში მოეწყო.
ღონისძიებაში, სხვადასხვა ასაკის 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ტრენინგისას ცენტრის მკვლევარები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეებს ესაუბრნენ დეზინფორმაციის ამოცნობასა და მასთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე.
მონაწილეებს გადაეცათ ცენტრის მიერ საგანგებოდ ამ პროექტისთვის გამოცემული პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკული გზამკვლევი. დღის ბოლოს გაიმართა სიმულაციური თამაში, ხოლო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.