სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაშრომებისა და პუბლიკაციების შემაჯამებელი პრეზენტაცია

28 დეკემბერი 2023

28 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სკოლა აიბი მთიების მოსწავლეების მიერ 1 სემესტრის მანძილზე შექმნილი ნაშრომებისა და პუბლიკაციების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნაშრომები განთავსებულია ელექტრონულ ჟურნალში „შთაგონება“.

 

ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ასევე სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, საპატიო სტუმრები.

 

პრეზენტაცია გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში.