მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი CU კამპუსის ეზოში

31 მაისი 2021

30 მაისს, CU კამპუსის ეზოში, სტუდენტური ღონისძიებების სამსახურის და მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ჩართულობით ჩატარდა ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში.

 

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ როგორც  სტუდენტები, ისე უნივერსიტეტის თანამშრომლებიც.

 

საპრიზო ადგილები დაიკავეს:

 

პირველი ადგილი - დავით ხუციშვილი

მეორე ადგილი - ნიკოლოზ ხომერიკი

მესამე ადგილი - ლუკა მინდიაშვილი

 

გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიის - "ლიბრარეა" 100, 70 და 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

 

ასევე, პირველ ადგილზე გასულ მოთამაშეს გადაეცა გარდამავალი თასი.