საუბრები ლიბრარეაში - “რა წავიკითხო?! რას მოვუსმინო?!”

1 დეკემბერი 2022

1 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ ჟურნალისტ ნიკო ნერგაძისა და კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტის, ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართა.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო - „რა წავიკითხო?! რას მოვუსმინო?!“, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა აუდიტორიასთან ერთად განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: თანამედროვე ლიტერატურის არსი; მუსიკის დანიშნულება ურთიერთობებში; რა არის მწერლობის მთავარი ფუნქცია; როდის დაიბადა პირველი მელოდია; რა არის ფიქცია; რა არის გემოვნებიანი მუსიკა და ლიტერატურა. 

 

ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, აუდიტორიასა და სპიკერებს შორის საინტერესო დისკუსია წარიმართა.