კავკასიის უნივერსიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.
თანამშრომლობა გულისხმობს Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის -„რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” ფარგლებში ერთობლივი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ორივე მხარისთვის საინტერესო დარგებში კონსულტაციის, საექსპერტო მომსახურების გაწევასა და შესაძლებლობების ფარგლებში, სტუდენტებისთვის სტაჟირების ან დასაქმების ხელშეწყობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე შეთანხმდნენ.