თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან

30 ივნისი 2022

 

28 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს, კიდევ 6 უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 

 

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, ფედერაციის პროფესიული სერტიფიცირების (ACCA) პროგრამის სილაბუსებთან უნივერსიტეტების პროგრამებისა და საგამოცდო მასალების მაქსიმალური შესაბამისობის უზრუნველყოფას.

 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა, კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ: კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი - ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი - ერეკლე პირველი და კავკასიის ეკონომიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი -  დეა ზურაბიშვილი.

 

ღონისძიებაზე უნივერსიტეტებს შესაბამისი პროფესიული სახელმძღვანელოები გადაეცათ. ასევე, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტებს დაუფინანსდებათ ტრენინგები გადაცემული მასალების სწავლების მეთოდოლოგიის დასანერგად.